ლაციოს მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ DAZN-თან ინტერვიუში სერია А-ს მე-4 ტურში მილანთან ფრედ (2:2) დასრულებული შეხვედრის შემდეგ გუნდის პროგრესზე ისაუბრა.
რომაული გუნდი მატჩს 2:0-ს იგებდა, თუმცა მილანმა თამაშის გადარჩენა მოახერხა.
„მეორე ტაიმში მილანის მაღალმა კლასმა თავისი გაიტანა, მათ სერიოზული პრობლემები შეგვიქმნეს. კარგია, რომ მეტი გოლი არ გავუშვით. გუნდს ხელი არ ჩაუქნევია. სწორ გზაზე ვართ და კმაყოფილი ვარ, რადგან მოედანზე ცოცხალი გუნდი დავინახე.
ამ გუნდს თამაში შეუძლია, მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. მხოლოდ მენტალიტეტზე ლაპარაკი არასწორი იქნებოდა. ამ ბიჭების წვრთნა დიდი სიამოვნებაა, ისინი რთულ პირობებში ბოლომდე იხარჯებიან. გულშემატკივრები ჯოჯოხეთურად გვაკლია.
წავედი მილანიდან - და მათ ჩემპიონატი მოიგეს, მე მათ მენტალიტეტი და შრომის კულტურა დავუტოვე. წავედი ნაპოლიდან - და მათაც მოიგეს. ეს შემთხვევითობა არ არის. მე ამისთვის ვცხოვრობ - დისციპლინისთვის, იმისთვის, რომ ფეხბურთელებს ბაზაზე დროულად მოსვლისა და წესების დაცვის მნიშვნელობა გავაგებინო.
აქაც ეგრე, ამ გზას გავყევით და ბიჭებს მადლობა უნდა გადავუხადო იმისთვის, რასაც აკეთებენ“, - განაცხადა გატუზომ.