Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
2 თვის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრო 2024-ს პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდება.
ერთად გადავხედოთ ბერძნების მიერ განვლილ გზას და შევხედოთ, როგორ მოვიდნენ ისინი ამ გადამწყვეტ მატჩამდე.
ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველო ჯგუფში კოსოვოსთან, ჩრდილოეთ ირლანდიასთან და კვიპროსთან მოხვდა.
ჯგუფის პირველ მატჩში ბერძნებმა ბაკასეტასის გოლით სტუმრად ჩრდ.ირლანდიას მოუგეს. მეორე შეხვედრაში ანალოგიური სცენარით და იგივე გოლის ავტორით ასევე გასვლაზე კოსოვოს სძლიეს, მესამე ტურში კი მეზობელ კვიპროსს უმასპინძლეს და 3:0 გაანადგურეს.
შემდეგ იყო კოსოვოსთან საშინაო გამარჯვება (2:0) და ჯგუფიდან გასვლის ოფიციალურად განაღდება. სწორედ ამის შემდეგ, ბერძნებმა ცოტა ყურადღება მოადუნეს და სტუმრად კვიპროსთან დამარცხდნენ (0:1). მოვლენებს წინ რომ გავუსწროთ, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა საბერძნეთმა ჯგუფში ქულები დაკარგა.
ბოლო ტურში გუსტავო პოიეტის გუნდმა საკუთარ კედლებში ჩრდილოეტ ირლანდიას უმასპინძლა და 3:1 მოუგო, რის შედეგადაც ჯგუფი 15 ქულით დაასრულა (საქართველომ თავისი ჯგუფი 16 ქულით მოიგო) და პირველი ადგილი დამსახურებულად დაიკავა.
C დივიზიონის საერთო ცხრილში საუკეთესო პოზიცია საქართველომ დაიკავა, საბერძნეთი კი მეორე ადგილზე გავიდა და თურქეთს და ყაზახეთს 2-2 ქულით გაასწრო.
ჯგუფის ექვსი შეხვედრის შედეგად საბერძნეთის საუკეთსო მეგოლე ანასტასიოს ბაკასეტასი გახდა 3 გოლით და 2 საგოლე პასით, მეორე ადგილი მანტალოსმა დაიკავა, 2 გოლით და 3 საგოლე გადაცემით. ცნობისთვის, C ლიგის საუკეთესო ბომბარდირის წოდება ხვიჩა კვარაცხელიამ (5 გოლით და 3 ასისტით) კოსოვოელ ვედატ მურიქისთან ერთად მოიპოვა.
საბოლოოდ, პირველი ადგილით საბერძნეთმა საქართველოს მსგავსად პლეი-ოფში მონაწილეობა დაიმსახურა, ნახევარფინალურ მეტოქედ კი კერკეტი კაკალი ყაზახეთი მიიღო, რომელსაც საკუთარ კედლებში 5:0 გადაუარა და ფინალში დამაჯერებლად გავიდა, სადაც საქართველოს დაუპირისპირდება.
ერთა ლიგა გავიგეთ, ახლა გადავხედოთ ევრო 2024-ს საკვალიფიკაციო ეტაპს, სადაც ბერძნებს ჯგუფიდან გასვლის შანსი თითქმის ბოლომდე ჰქონდათ. ასე რომ მომხდარიყო, საბერძნეთი პლეი-ოფში მონაწილეობიდან ამოვარდებოდა (როგორც ეს თურქეთის შემთხვევაში მოხდა, სადაც ჩვენი მეტოქე ჯგუფის მეორეადგილოსანი ლუქსემბურგი გახდა) და პლეი-ოფში მონაწილეობას კოსოვო მიიღებდა.
საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთს საკმაოდ რთული ჯგუფი შეხვდა - საფრანგეთის, ნიდერლანდების, ირლანდიის და გიბრალტარის მონაწილეობით. ლოგიკურად, აქ პოიეტის გუნდისგან მინიმუმ მეორე ადგილის დაკავებას არავინ არ ელოდებოდა, თუმცა გუნდს ამის შანსი ნამდვილად ჰქონდა.
საბოლოოდ, ჯგუფში სიტუაცია ისე დატრიალდა, რომ 6 ტურის შემდეგ ბერძნებს 12 ქულა ჰქონდათ (იმდენივე, რამდენიც მეორეადგილოსან ნიდერლანდებს) და ბოლო ორ ტურში საფრანგეთს და ნიდერლანდებს მასპინძლობდნენ. ორ მატჩში 4 ქულის დაგროვებით გუნდი ევრო 2024-ზე გადიოდა, თუმცა ამის გაკეთება რომ უკიდურესად რთული იყო, საბოლოო შედეგზეც აისახა - გუსტავო პოიეტის უგნდმა საფრანგეთთან და ნიდერლანდებთან ორ მატჩში მხოლოდ 1 ქულა დააგროვა, ჯგუფი 13 ქულით დაასრულა და მეორე ადგილო ლოგიკურად დაუთმო ორ უდიდეს ნაკრებს. თუმცა, ჯგუფი თავაწეულმა დაასრულა და თავისზე სუსტ ნაკრებებს (ირლანდიას და გიბრალტარს) 4-დან 4 მატჩი მოუგო.
ახლა უკვე მეტწილად მთლიანად იცით, რა გზა გამოიარა საბერძნეთმა ევრო 2024-ზე გამსვლელი ფინალის მოსაპოვებლად. იმედი ვიქონიოთ, რომ მათ სწორედ ამ ბოლო ნაბიჯზე დაუცდებათ ფეხი...
ერთად გავდივართ! ევროპის ჩემპიონატზე გასვლამდე დარჩენილია ორად ორი დღე.
კომენტარები
8 საათის წინ
8 საათის წინ
2 საათის წინ
6 საათის წინ