Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
სეზონის დასრულების შემდეგ ივა გელაშვილი სპეციას დატოვებს.
Geo Team-ის ინფორმაციით, ახალი სეზონიდან 23 წლის ცენტრალური მცველი ბელგიის ჩემპიონატში ითამაშებს.
როგორც წყარო იუწყება, რამდენიმე კვირის წინ სპეციასა და ფეხბურთელის მხარეს შორის შეხვედრა შედგა, სადაც გაირკვა, რომ გელაშვილი სპეციაში არ დარჩებოდა. მას შემდეგ კლუბი ქართველ ფეხბურთელს სათამაშო დროს აღარ აძლევს.
ივა გელაშვილი ბათუმის დინამოს საკუთრებაა. ბელგიური კლუბი ფეხბურთელს სწორედ საქართველოს ჩემპიონიდან გამოისყიდის.
ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რომელ კლუბზეა საუბარი.
ქართველი მცველი სერია ბ-ს კლუბში 2023 წლის აგვისტოში გადავიდა.
კომენტარები
10 საათის წინ
2 დღის წინ
11 საათის წინ
5 საათის წინ