-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის პირველ მატჩში დორტმუნდის ბორუსიამ გასვლაზე ლისაბონის სპორტინგი 0-3 დაამარცხა.
შეხვედრაში პირველი გოლი სერუ გირასიმ გაიტანა, რომლისთვისაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ეს მე-10 გოლია.
გვინეელი თავდამსხმელი გახდა მე-3 მოთამაშე, რომელმაც ბორუსიას შემადგენლობაში ლიგის ერთ სეზონში 10 გოლი მიითვალა.
რობერტ ლევანდოვსკიმ ეს 2012/13 წლების სეზონში შეძლო, ერლინგ ჰალანდმა კი - 2020/21 წლების სეზონში. გირასის შანსი აქვს ორივე მათგანის შედეგი გააუმჯობესოს, რადგან პოლონელმა და ნორვეგიელმა აღნიშნულ სეზონებში 10-10 გოლის გატანა შეძლეს.
დორტმუნდმა სპორტინგი გაანადგურა და 1/8 ფინალში უდიდესი ნაბიჯი გადადგა
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები