მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
19 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის პირველ მატჩში დორტმუნდმა სტუმრად ლისაბონის სპორტინგი გაანადგურა.
შეხვედრა სტადიონ ჟოზე ალვალადეზე გაიმართა და ნიკო კოვაჩის გუნდის გამარჯვებით 3:0 დასრულდა.
პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ, გერმანელებმა მეორეში გაილაღეს. მე-60 წუთზე სერუ გირასიმ ლიგაზე მე-10 გოლი შეაგდო და თავისი გუნდი წინ გაიყვანა, 68-ზე პასკალ გროსმა სხვაობა ოამდე გაზარდა, 82-ზე კი ზამთარში კინაღამ ნაპოლიში გადასულმა კარიმ ადეიემიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ეს შედეგი (3:0) სიგნალ იდუნა პარკზე 19 თებერვალს გასამართ საპასუხო მატჩს პრაქტიკულად ფორმალობად ხდის - დორტმუნდმა დამაჯერებელი გამარჯვებით ლიგის 1/8 ფინალში უდიდესი ნაბიჯი გადადგა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები