სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის სერია ა-ს მე-12 ტურში ემპოლი ლეჩეს ესტუმრა. სასტარტო შემადგენლობაში იყო საბა გოგლიჩიძე, რომელიც დისკვალიფიკაციის შემდეგ დაბრუნდა.
პირველი ტაიმი ემპოლის გამარჯვებით დასრულდა. 33-ე წუთზე ანგარიში პიეტრო პელეგრიმ გახსნა და სტუმრები დააწინაურა.
61-ე წუთზე ქართველმა გულშემატკივრებმა არასასიამოვნო კადრი იხილეს. საბა გოგლიჩიძეს კუნთი დაეჭიმა და დაზიანების გამო თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. მის ნაცვლად თამაშში მატია დე შილიო ჩაერთო.
ემპოლიმ უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა. 77-ე წუთზე სანტიაგო პიეროტიმ ანგარიში გაათანაბრა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც (1-1) დააფიქსირა.
გოგლიჩიძემ სტატისტიკურ ვებ-გვერდ Sofascore-სგან 7.2 შეფასება დაიმსახურა. სერია ა-ში ჩატარებული 12 მატჩის შემდეგ ემპოლის 15 ქულა აქვს და ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
ქართველი მცველის დაზიანების სიმძიმე ჯერ-ჯერობით უცნობია. იმედს ვიტოვებთ, რომ საბა სანაკრებო შეკრებაზე ჯანმრთელად იქნება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები