Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
15 დღის წინ · 1 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფრანგული ლიგა 1-ს 32-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის მეცმა საკუთარ კედლებში რენს უმასპინძლა.
შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოვიდა და სტუმართა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
მე-17 წუთზე მიქაუტაძემ ლიგა 1-ს ამ სეზონში მე-12 გოლი გაიტანა და თავისი გუნდი დააწინაურა. 45-ზე ქართველმა დიალოს გაატანინა და მეცი მატჩში მეორედ გავიდა წინ.
მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა გამარჯვება ვერ შეინარჩუნეს და მეტიც, სულაც წააგეს - მეორე ტაიმში სტუმრებმა ორი უპასუხო გოლის გატანა შეძლეს, მათ შორის ერთის - 90+3 წუთზე.
მესამე გოლიდან ორ წუთში მიქაუტაძეს არბიტრმა მეტოქესთან მცირე კონფლიქტისთვის პირდაპირი წითელი ბარათი მიიღო, რაც მეცის გადარჩენის შანსებს საგრძნობლად ამცირებს. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ეპიზოდი ძალიან საკამათო იყო და გიორგის მხრიდან არანაირ უხეშობას ადგილი არ ჰქონია, ვიდეორეფერიმ მსაჯს ეპიზოდის ვარზე გადამოწმებაც ურჩია, თუმხა მან პირვანდელი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
არის შანსი, რომ ფეხბურთელს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯონ და მან ლიგა 1-ს ამ სეზონში ვეღარც ითამაშოს.
მეცი 29-ე ქულით მე-16 ადგილზე რჩება და გადამრჩენელ პოზიციამდე 3 ქულა აშორებს.
კომენტარები
11 საათის წინ
12 საათის წინ
6 საათის წინ