მთავარი
ევრო 2024
სპორტის გურუ
ქვიზები
Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანური ფეხბურთის ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, გუტი ერნანდესმა, ხვიჩა კვარაცხელიას მისთვის მიცემული პირობა შეახსენა.
„ხვიჩაზე ცოტა გაბრაზებული ვარ. ინსტაგრამზე ვწერდით ერთმანეთს და დამპირდა, რომ თავის მაისურს გამომიგზავნიდა, რომელიც ჯერ კიდევ არ მიმიღია.
მინდა, ეთერით ვისარგებლო და აქედან მივმართო. იმედია, საქართველოს ნაკრების მაისურს გამომიგზავნის, რომლითაც ევრო 2024-ზე ასპარეზობს.
ძალიან მინდა, მისი მაისური მქონდეს სახლში, თუმცა ისეც არ მინდა მოხდეს, რომ გამომიგზავნოს მაისური, რომლითაც ესპანეთს გააგდებს." - აღნიშნა გუტიმ El Chiringuito-ს ეთერში.
ცნობისთვის, კვარაცხელია გუტის თავისი ბავშვობის კუმირად ასახელებს.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები
4 საათის წინ
9 საათის წინ
2 დღის წინ
9 საათის წინ