-
Aa
+
ფონტის ზომა
პეპ გვარდიოლამ მანჩესტერ სიტიში საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
"ამ ეტაპზე ჩემს მომავალზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია. როცა გადავწყვეტ, კლუბსა და პრესას შევატყობინებ. ამიტომ არ არსებობს ახალ ინფორმაცია ჯერ და ამას ვერაფერს დავამატებ. ჩემი ფოკუსი მხოლოდ შემდეგ თამაშზეა.
მან. სიტიში ჩემი მომავლის გადამწყვეტი ფაქტორი? ამინდი. ველოდები, როდის შეიცვლება და მერე მივიღებ გადაწყვეტილებას. გულწრფრელად რომ გითხრათ, კლუბის მხრიდან წნეხი არასდროს მქონია გადაწყვეტილებას მიღებაზე, არასდროს. დარწმუნებული ვარ, მათ ვარიანტები ექნებათ, ერთ დღეს თუ წავალ." - განაცხადა გვარდიოლამ.
ესპანელ სპეციალისტს ინგლისურ კლუბთან არსებული კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს და ჯერ-ჯერობით უცნობია, დარჩება თუ არა ის მანჩესტერ სიტიში.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები