სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა კლუბში არსებულ სიტუაციასა და საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
"ჩვენს გეგმას მივყვებით და დარწმუნებული ვართ, რომ ეს წარმატებული იქნება, ამიტომ მშვიდად ვართ. უკმაყოფილო ვართ იმ პოზიციით, სადაც ვიმყოფებით. დროა, რომ მეტი გოლი გავიტანოთ.
ჩემი მომავალი? კლუბში ერთ მხარეს ვიმყოფებით, ამაში დარწმუნებული ვარ. კლუბში სიმშვიდეა. რა თქმა უნდა, განვიხილავთ თუ რა პოზიციაში ვართ და რა უნდა შევცვალოთ, მაგრამ მთავარ გეგმას მივყვებით.
გათავისუფლების შესახებ ხმაური მხოლოდ ზოგიერთი მედიიდან მოდის, რომლებიც ზღაპრებსა და ტყუილებს იგონებენ. ზოგიერთ ჟურნალისტს ჩემი არ სჯერა, სტატიები ვნახე." - განაცხადა ტენ ჰაგმა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები