-
Aa
+
ფონტის ზომა
მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ გუნდისთვის ტრანსფერების საჭიროებაზე კომენტარი გააკეთა.
"ზამთარში ტრანსფერები ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენ მოთამაშეები მომდევნო 3-4 წლისთვის გვინდა. ჩვენ უნდა ვცადოთ, რადგან დიდხანს ვერ გავძლებთ ამდენი ტრავმირებული ფეხბურთელით".
პეპმა ევერტონთან მატჩიც შეაფასა:
"შედეგი კარგი არ არის, მაგრამ პერფორმანსი ბრწყინვალე იყო, განსაკუთრებით პირველი ტაიმი, პენალტამდე ძალიან კარგი იყო. როცა პირველად შეგვიტიეს, გოლიც გაიტანეს. რა თქმა უნდა, ჩვენ წაგებაც შეგვეძლო." - განაცხადა ესპანელმა.
გვარდიოლას კოშმარი გრძელდება - სიტიმ ამჯერად ევერტონს ვერ მოუგო
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები