-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-18 ტურში მანჩესტერ სიტიმ ეტიჰადზე ევერტონი მიიღო.
ანგარიში მე-14 წუთზე ბერნარდუ სილვამ გახსნა, საგოლე გადაცემა ჯერემი დოკუმ მიითვალა. 36-ე წუთზე ილიმან ნდიაიემ ანგარიში გაათანაბრა, პირველი ტაიმი 1-1 დასრულდა.
53-ე წუთზე მასპინძელთა წინ გაყვანის შანსი ერლინგ ჰალანდს ჰქონდა, თუმცა ნორვეგიელმა პენალტი ვერ გამოიყენა. მისი დარტყმული ჯორდან პიკფორდმა მოიგერია.
საბოლოოდ თამაშში ანგარიში აღარ შეცვლილა და მატჩი ფრედ დასრულდა, მანჩესტერ სიტიმ კი ქულები კვლავ დაკარგა. გვარდიოლას გუნდმა ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 13 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგო.
გუნდი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში ამ მომენტში 18 მატჩში მოპოვებული 28 ქულით მე-6 ადგილზეა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები