მან სიტიმ ლიონიდან რაიან შერკის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
21 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა მანჩესტერულ გრანდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა 2030 წლის ივნისამდე.
ლიონი შერკის სანაცვლოდ 36 მილიონ ევროს მიიღებს, კიდევ 6 მილიონი კი ბონუსებით იქნება გათვალისწინებული.
ახალ გუნდთან ერთად შერკი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე გაემგზავრება და ამ ტურნირზე მონაწილეობასაც შეძლებს.