The Athletic-ის ჟურნალისტის, მარიო კორტეხანას ინფორმაციით, ვიქტორ გიოკერეშის ტრანსფერი რეალს შესთავაზეს.
მადრიდელებს მოთამაშე მოსწონთ, თუმცა მის დამატებაზე უარი რამდენიმე მიზეზის გამო თქვეს.
პირველი მიზეზი ტრანსფერის პოტენციური ფასია. რეალში ასევე თვლიან, რომ შვედი მთავარი ფორვარდის მასალაა და არა იმ მახასიათებლის მქონე, რომელსაც ისინი ეძებენ.
ვიქტორ გიოკერეშმა პორტუგალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში 39 გოლის გატანა შეძლო და ევროპის ოქროს ბუცის მოგებასთანაც ახლოს იყო.
ლისაბონის სპორტინგის ფორვარდის დამატებით პრემიერ ლიგის კლუბები ინტერესდებიან.