ბარსელონამ ნიკო უილიამსთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა.
ინფორმაციას Footmercato-ს ჟურნალისტი სანტი აუნა სოციალურ ქსელში იტყობინება.
მხარეებს შორის 6-წლიანი კონტრაქტი შეთანხმდა, ესპანეთის ნაკრების წლიური ანაზღაურება გადასახადების გადახდამდე 12 მილიონი ევრო იქნება.
აღნიშნულ ხელფასს ბარსა ფეხბურთელს გასულ ზაფხულს სთავაზობდა, თუმცა მაშინ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და ნიკო ბილბაოში დარჩა.
წელს, უმცროსი უილიამსით ბარსას გარდა სხვა ევროპული გრანდებიც ინტერესდებოდნენ - ჩელსი, ბაიერნი, არსენალი და სხვები, თუმცა თავად ნიკოსთვის პრიორიტეტი კატალონიური კლუბია.
უახლოეს პერიოდში ბარსა ბილბაოსთან ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის გადახდაზე შეეცდება შეთანხმებას, რის შემდეგაც ტრანსფერის დახურვას წინ ვეღარაფერი დაუდგება.