არსენალმა ვიქტორ გიოკერეშის თაობაზე მოლაპარაკებები შეაჩერა.
როგორც გუშინ დაიწერა, შვედმა ფორვარდმა მანჩესტერ იუნაიტედს უარი უთხრა, რადგან არსენალში გადასვლას ანიჭებს უპირატესობას.
თუმცა, პორტუგალიური Record-ის ინფორმაციით, ჯერჯერობით მისი არსენალში გადასვლაც ჭიანურდება, რადგან სპორტინგი ზედმეტად დიდ თანხას ითხოვს, რამაც კლუბებს შორის მოლაპარაკებების გაყინვა გამოიწვია.
მეთოფეებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ პორტუგალიის ჩემპიონებს 55+10 მილიონი ევრო შესთავაზეს, შემდეგ კი პირდაპირ 70 მილიონი ევრო, თუმცა ვერცერთმა შემოთავაზებამ სპორტინგი ვერ დააკმაყოფილა.
ლონდონურ კლუბში გიოკერეშის გარდა განიხილავენ ასევე ბენჟამინ შეშკოს (ლაიფციგი) და ოლი უოტკინსის (ასტონ ვილა) ვარიანტებსაც.
თავად ფეხბურთელი სპორტინგის ქცევით განრისხებულია - მისი თქმით, ლისაბონური კლუბის პრეზიდენტი 60+10 მილიონად გაყიდვას დაპირდა, თუ ის პორტუგალიის ჩემპიონატის ბოლო ორ სეზონში 20+ გოლს გაიტანდა. პირველში გიოკერეშმა 29 გაიტანა, ახლახანს დასრულებულში კი - 39, თუმცა კლუბის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მსგავსი პირობა არ გაუცია.