როგორც ჩანს, ვიქტორ გიოკერეშისა და რუბენ ამორიმის გაერთიანებას ვერ ვიხილავთ.
პორტუგალიელი მწვრთნელი და შვედი ფეხბურთელი საკმაოდ წარმატებით მუშაობდნენ ერთად სპორტინგში - მეტიც, გიოკერეშმა გახსნა და ასეთ მაღალ დონეზე ასვლა სწორედ ამორიმის ხელმძღვანელობით შეძლო.
მანჩესტერში დანიშვნის შემდეგ, ამორიმმა თავისთან გიოკერეშის წაყვანაც ისურვა, თუმცა, როგორც პორტუგალიური პრესა წერს, ეს არ მოხდება.
Record-ის ინფორმაციით, გიოკერეშმა მან იუნაიტედში გადასვლა საბოლოოდ იუარა და წითელი ეშმაკების წარმომადგენლებს შეატყობინა, რომ ოლდ ტრაფორდზე გადაბარგებას არ აპირებს.
მანჩესტერისთვის უარის თქმის მიუხედავად, გიოკერეშს სპორტინგის დატოვება ამ ზაფხულსვე მაინც სურს. ფეხბურთელით აქტიურად ინტერესდება ლონდონის არსენალიც, რომლის ინტერესთა სფეროში შედის ლაიფციგის თავდამსხმელი ბენჟამინ შეშკოც, თუმცა გერმანულ გუნდთან ფასზე შეთანხმება უფრო და უფრო ჭიანურდება.