პოლ პოგბა შესაძლოა მონაკოს შეუერთდეს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მონაკომ ფრანგ ნახევარმცველს 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებები ამ უიქენდზეც გაგრძელდება, ორივე მხარეს შეთანხმების მიღწევა რაც შეიძლება მალე სურს.
შეგახსენებთ, რომ პოგბას დოპინგ-ტესტზე ჩავარდნის გამო 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, რომელიც მოგვიანებით 18 თვემდე შეუმცირეს და ფეხბურთელმა ოფიციალურ მატჩებში მოედანზე გასვლის უფლება 2025 წლის მარტში დაიბრუნა.
მიუხედავად შემცირებული დისკვალიფიკაციისა, იუვენტუსმა პოგბასთან თანამშრომლობის გაგრძელება არ მოისურვა და მხარეებმა კონტრაქტი 2024 წლის ბოლოს ოფიციალურად გაწყვიტეს.
ფრანგული წარმოშობის მიუხედავად, პოგბას საფრანგეთის ლიგაში პროფესიონალურ დონეზე არასდროს არ უთამაშია, 2007 წელს ის ლე ავრიდან მანჩესტერის აკადემიას შეუერთდა, სადაც მისი დებიუტიც შედგა.