ბენფიკას პრეზიდენტმა, რუი კოშტამ დაადასტურა, რომ რეალთან ალვარო კარერასის ტრანსფერზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.
ჩაბი ალონსოს თხოვნით, რეალი ესპანელი მარცხენა მცველის შეძენით ინტერესდება, თუმცა ჯერჯერობით ბენფიკასთან ფასზე შეთანხმება ვერ მოახერხა. ფეხბურთელის გამოსყიდვა 50 მილიონ ევროდ არის შესაძლებელი, მადრიდელები კი ცდილობდნენ, ლისაბონელები შედარებით დაბალ ფასზე დაეთანხმებინათ.
საბოლოოდ, შეთანხმება არ გამოვიდა და რეალმა კარერასი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატამდე ვერ დაიმატა, როგორც ეს თავდაპირველად სურდა.
„რეალთან ალვარო კერერასის ტრანსფერზე ვერ შევთანხმდით. შემოთავაზება, რომელიც მივიღეთ, ჩვენს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა." - აღნიშნა რუი კოშტამ.
ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, რეალი კარერასის ტრანსფერზე მუშაობას ივლისიდან მიუბრუნდება.