ატლეტიკო მადრიდი მარცხენა მცველის ძიებას აქტიურად აგრძელებს.
რამდენიმე კვირის განმავლობაში მადრიდული კლუბი ტეო ერნანდესის ტრანსფერზე მუშაობდა, თუმცა ჯერჯერობით მილანთან ფასზე შეთანხმებას ვერ ახერხებს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ატლეტიკოს ინტერესთა სფეროში ლივერპულის მარცხენა მცველი, ენდი რობერტსონიც მოხვდა.
თუმცა, ლივერპულის რობერტსონის გაყიდვაზე დათანხმება მარტივი არ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი მილოშ კერკეზის ტრანსფერზე თავადაც მუშაობს, შოტლანდიელი სამწვრთნელო შტაბისთვის კლუბის მნიშვნელოვან ფიგურად რჩება და შესაბამისად, ტეოს მსგავსად, ატლეტიკოსთვის არც რობერტსონის ყიდვა იქნება მარტივი.
პრემიერ ლიგის 24/25 სეზონში რობერტსონმა 33 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა, 31 წლის ფეხბურთელი სადღეისოდ Transfermarkt-ზე 18 მილიონ ევროდ არის შეფასებული, მისი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლის ივნისამდე მოქმედებს.