ალვარო მორატამ ატლეტიკო მადრიდი დეპრესიის განმეორების შიშის გამო დატოვა.
ამის შესახებ ესპანეთის ნაკრების და მილანის ფორვარდმა დოკუმენტურ ფილმში ისაუბრა სახელწოდებით "მათ არ იციან, ვინ ვარ"
ფსიქოლოგიური პრობლემები ფეხბურთელს 2023/24 სეზონის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის შემდეგ გაუმძაფრდა, როცა ატლეტიკო ბორუსიასთან გამოვარდა, მან კი ერთ-ერთ გადამწყვეტ მომენტში ხელსაყრელი მომენტი გაანიავა.
„დეპრესიის გამეორების რეციდივით ვერ გავრისკავდი. ატლეტიკოსთან ერთად ტიტულების მოგება მინდოდა, მაგრამ ეს კიდევ ერთი რთული პერიოდის გადატანის რისკად არ ღირდა.
ამის თქმა ჩემთვის უსიამოვნოა, მაგრამ ატლეტიკოდან წასვლა ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება იყო." - აღნიშნა მორატამ, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნახევარი გალათასარაიში იჯარით გაატარა.