ლივერპულის და ბარსელონას ექს-ნახევარმცველმა, ხავიერ მასკერანომ, რომელიც ამჟამად ინტერ მაიამიში მუშაობს, თავის ყოფილ თანაგუნდელს წარმატებები არ უსურვა.
მასკერანო და ჩაბი ალონსო ერთად ლივერპულში თამაშობდნენ. შემდეგ არგენტინელი ბარსაში აღმოჩნდა, ესპანელი კი - რეალში, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ სამეფო კლუბი მთავარი მწვრთნელის რანგში ჩაიბარა.
„დანიშვნის შემდეგ მასთან არ მისაუბრია. ჩაბი ალონსო ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო, ვისთანაც კარიერის განმავლობაში მითამაშია.
მას ყველაფერ საუკეთესოს არ ვუსურვებ, იმიტომ რომ რეალში დაინიშნა, მაგრამ ამავდროულად დარწმუნებული ვარ, რომ ის კლუბისთვის ძალიან კარგი მწვრთნელი გახდება. ჩაბიმ ლევერკუზენში დიდებული სამუშაო შეასრულა.
ალონსო საუცხოო ადამიანია და გამიმართლა, რომ მის გვერდით სამი წლის განმავლობაში ვთამაშობდი." - აღნიშნა არგენტინელმა.
43 წლის ჩაბი ალონსოს დებიუტი რეალის სათავეში 18 ივნისს, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე, ალ ჰილალის წინააღმდეგ შედგება, რომელიც ორიოდე კვირის წინ სიმონე ინძაგიმ ჩაიბარა.