ფედერიკო ვალვერდემ ჩაბი ალონსოს ხელმძღვანელობით მუშაობის პირველ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.
ესპანელმა სპეციალისტმა სამეფო კლუბი რამდენიმე კვირის წინ ჩაიბარა და ვარჯიშები 9 ივნისს განაახლა, ალონსო რეალს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის ამზადებს, რომელიც 15 ივნისს იწყება, თუმცა რეალი თავის პირველ მატჩს 18-ში, ალ ჰილალის წინააღმდეგ ჩაატარებს.
„ჩაბი ყველასთან ძალიან გახსნილია და ინტენსიურად მუშაობს. ფეხბურთელებს ძალიან გვეხმარება ის ფაქტი, რომ ის უშუალოდ ჩვენს გვერდით არის.
ვაგრძელებთ ზრდას და სწავლას და ის თითოეულს დაგვეხმარება როგორც საფეხბურთო, ისე პირადი თვალსაზრისით.
საბოლოოდ, მიზნები იგივე გვექნება, რაც ყოველთვის - მაქსიმალურად ბევრი ტიტულის მოგება." - აღნიშნა ურუგვაელმა ნახევარმცველმა.