მადრიდის რეალმა არგენტინელი ტალანტის, ფრანკო მასტანტუონოს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
17 წლის ფეხბურთელმა სამეფო კლუბთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
რეალი რივერ პლეიტს ფეხბურთელის სანაცვლოდ მის გამოსასყიდ თანხას გადაუხდის, რომელიც დაახლოებით 45 მილიონ დოლარს შეადგენს.
მასტანტუონოს შეძენისთვის პსჟ-ც იბრძოდა და ახლოსაც იყო ტრანსფერის დახურვასთან, თუმცა მას შემდეგ, რაც საქმეში რეალი გააქტიურდა, თავად ფეხბურთელმა არჩევანი მადრიდელებზე შეაჩერა.
ფრანკო მასტანტუონოს დებიუტი არგენტინის ეროვნულ გუნდში ერთი კვირის წინ შედგა. ფეხბურთელი მოახლოვებულ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს რივერ პლეიტის მაისურით ჩაატარებს, რეალს კი ოფიციალურად 14 აგვისტოდან შეუერთდება.