იბერიას ოფიციალური გვერდის ცნობით, სანდრო ალთუნაშვილი იბერიაში დაბრუნდა.
ალთუნაშვილი ბოლოს ავსტრიულ ვოლფსბერგერში ასპარეზობდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრს იბერიას მაისურით 128 მატჩი აქვს ნათამაშები.
სანდრო იბერიას (საბურთალოს) აღზრდილია, ის საბურთალოს მთავარ გუნდში 2014-2021 წლებში ასპარეზობდა, შემდეგ კი კარიერა დინამო ბათუმში გააგრძელა, საიდანც 2023 წელს ავსტრიაში გადაბარგდა.
ალთუნაშვილს საბურთალოსთან ერთად ეროვნული ლიგა, საქართველოს თასი და სუპერ თასი აქვს მოგებული.
28 წლის ნახევარმცველის ანგარიშზე საქართველოს ნაკრებში 8 მატჩია.