2024 წელს ლუის დიასს მანჩესტერ სიტიში სურდა გადასვლა.
The Telegraph-ის ინფორმაციით, 2024 წელს ლივერპულის ხელმძღვანელობამ შეიტყო, რომ კოლუმბიელ ფეხბურთელს მანჩესტერ სიტიში სურს გადასვლა.
შესაბამისად, მერსისაიდელებს გაუჩნდათ ლუის დიასის ხულიან ალვარესში გაცვლის იდეა, თუმცა ქალაქელებმა ამ ვარიანტზე დასაბამშივე უარი თქვეს.
როგორც გამოცემა იუწყება, სიტი არ იყო მზად არგენტინელი ფორვარდი კონკურენტის რიგებში გაეშვა და საბოლოოდ, ალვარესი ატლეტიკოში გადავიდა.
ლუის დიასი კი კიდევ ერთი წელი ლივერპულში დარჩა, რის შემდეგაც ამ ზაფხულს ბაიერნში გადავიდა.