არნე სლოტმა ალექსანდრ ისაკს მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი უწოდა.
25 წლის ფორვარდი ამ სეზონში პირველად მოედანზე შვედეთისა და კოსოვოს მატჩში, 72-ე წუთზე გამოვიდა.
„ყველაზე მეტად ის ფაქტი მახარებს, რომ ისაკის შეძენა მოვახერხეთ. ყველა მხარემ დიდი შრომა გასწია იმისთვის, რომ ტრანსფერი შემდგარიყო. ჩემთვისაც, კლუბისთვისაც, ფანებისთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც კარგია, რომ ის დავიმატეთ.
შვედეთის ნაკრების მწვთნელი ბევრ კომპლიმენტს იმსახურებს. მას განკარგულებაში მსოფლიოს შესაძლოა საუკეთესო ფორვარდი ჰყავს, ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვს ჩასატარებელი, თუმცა ის ხვდება, რომ თუ ისაკს ათამაშებს, შესაძლოა ტრავმა გაუმიზეზდეს.
ჩვენ ისაკს ზუსტად ასე მივუდგებით, ამიტომ ნუ ელოდებით, რომ ის ამიერიდან ყველა მატჩში 90 წუთს ითამაშებს. უახლოეს კვირებში ეს ნამდვილად არ მოხდება.
მან წინასასეზონო მომზადება მთლიანად გამოტოვა, ასე რომ ნელ-ნელა უნდა დაბრუნდეს ფორმაში. ადვილი არ იქნება, მაგრამ ჩვენ მასთან კონტრაქტი არა მომდევნო რამდენიმე კვირით, არამედ ექვსი წლით გავაფორმეთ და გულშემატკივრებს ეს უნდა ახსოვდეს." - აღნიშნა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.