The Athletic-ის ჟურნალისტის დევიდ ორნშტეინის ცნობით, მარკ გეჰი კრისტალ პალასში რჩება.
25 წლის მცველმა ლივერპულში სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბებიც 35 მილიონ ფუნტზე შეთანხმდნენ, თავად გეჰი კი მერსისაიდელებს 5-წლიან კონტრაქტზე შეუთანხმდა.
კრისტალ პალასმა იგორის ტრანსფერი ვერ დახურა, რომელიც გეჰის შემცვლელი უნდა ყოფილიყო, შესაბამისად არწივებმა ინგლისელი მცველის ლივერპულიდან დაბრუნება მოითხოვეს.
ლივერპულმა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს ალექსანდერ ისაკის ტრანსფერიც შეათანხმა, რომელიც წითლებს ნიუკასლიდან 130 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდება.