ვილიარეალმა გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი გააოფიციალურა.
VIDEO: ვილიარეალმა გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი დაადასტურა
ესპანურმა კლუბმა ქართველი თავდამსხმელი ლიონიდან 31 მილიონ ევროდ შეიძინა. შედეგად მიქაუტაძე ვილიარეალის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა.
Transfermarkt-ის მიხედვით ყვითელი წყალქვეშა ნავის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები ასეთია.
1. გიორგი მიქაუტაძე - ლიონი - 31 მლნ. ევრო
2. პაკო ალკასერი - დორტმუნდი - 25 მლნ. ევრო
3. რენატო ვეიგა - ჩელსი - 24.5 მლნ. ევრო
4. არნაუტ დანჯუმა - ბორნმუთი - 23.5 მლნ. ევრო
5. ჟერარ მორენო - ესპანიოლი - 20 მლნ. ევრო