ჰანსი ფლიკი ბარსელონასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დათანხმდა.
გერმანელი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი ბარსელონასთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 2028 წლის ივნისამდე იქნება ძალაში, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით.
კონტრაქტი ავტომატურად გახანგრძლივდება 2029 წლამდე, თუ 2027/28 წლების სეზონის ბოლოს, თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი ორივე მხარეს ექნება.
ოფიციალურად ახალ კონტრაქტს ხელს გერმანელი მას შემდეგ მოაწერს, რაც გუნდი ლა ლიგის ტიტულს გაინაღდებს. ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, გუნდი 11-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.
გერმანელს მოქმედი ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება.