ნაპოლის ოფიციალური განცხადებით, კლუბმა იჯარის წესით, სავალდებულო შესყიდვის პირობით, მანჩესტერ იუნაიტედიდან რასმუს ჰოილუნდი დაიმატა.
დანიელი ფორვარდი, რომელიც 2003 წლის 4 თებერვალს დაიბადა, საფეხბურთო კარიერის საწყის ეტაპზე ბრონდბის, ჰოლბეკისა და კოპენჰაგენის აკადემიებში იზრდებოდა.
გრაცის შტურმში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ, ჰოილუნდი 2022 წლის აგვისტოში შეუერთდა ატალანტას, სადაც 34 მატჩში 10 გოლი გაიტანა. მომდევნო სეზონში კი გადავიდა მანჩესტერ იუნაიტედში, სადაც 95 მატჩში 26 გოლი გაიტანა.
ნაპოლის დანიელი ფორვარდის გამოსყიდვის ვალდებულება სეზონის ბოლოს 44 მილიონ ევროდ ექნება.
