ლივერპულმა ნიუკასლიდან ალექსანდერ ისაკის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
პრემიერ ლიგის ჩემპიონების ახალმა 9 ნომერმა გრძელვადიან კონტრაქტს სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, სამედიცინო შემოწმების წარმატებით გავლის შემდეგ მოაწერა ხელი.
"უბედნიერესი ვარ. გრძელი გზა გამოვიარე აქ მოსასვლელად, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ გუნდის, ამ კლუბის და ყველაფრის ნაწილი ვარ, რასაც აქაურობა წარმოადგენს. ეს სიამაყის მომგვრელია ჩემთვის.
მიხარია, რომ ყველაფერი დასრულდა. მოუთმენლად ველი თანაგუნდელების და გულშემატკივრების ნახვას და მინდორზე დაბრუნებას.“ - განაცხადა ისაკმა.
ლივერპულმა შვედი ფეხბურთელი ნიუკასლიდან 125 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დაიმატა. ისაკმა მერსისაიდელებთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ამ ტრანსფერით ალექსანდერ ისაკი პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გახდა.