ატლეტიკ ბილბაოს აიმერიკ ლაპორტის დარეგისტრირების უფლება მოგვიანებით დართეს.
ბასკურმა კლუბმა ლაპორტის ტრანსფერი საუდის არაბეთის კლუბ ალ ნასრთან სატრანსფერო ფანჯრის დახურვის წინ შეათანხმა, თუმცა საუდელებმა შეთანხმებაზე ინფორმაცია TMS-ში (Transfer Matching System, ფიფას ტრანსფერების სისტემა) დაგვიანებით გადაგზავნეს, რის შედეგადაც ფიფამ ბასკებს ლაპორტის დარეგისტრირებაზე უარი უთხრა.
თუმცა, დღეს ბილბაომ დაადასტურა, რომ ფიფამ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას ლაპორტის დარეგისტრირების ნება მას შემდეგ დართო, რაც კლუბის ახსნა-განმარტება მოისმინა.
შესაბამისად, ატლეტიკმა ლაპორტის დარეგისტრირების უფლება სატრანსფერო ფანჯრის დახურვიდან 10 დღეში მიიღო და ტრანსფერი საბოლოოდ მაინც დაიხურა.
ალ ნასრიდან წასვლა რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად თავად ლაპორტმაც დაადასტურა.
31 წლის ცენტრალური მცველი ბილბაოს საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2018 წლამდე თამაშობდა, საიდანაც შემდეგ მან სიტიში გადავიდა.