Sports Orient-ის ორგანიზებით თბილისში საფეხბურთო ლეგენდების მონაწილეობით კიდევ ერთი მატჩი გაიმართება. ამჯერად შეხვედრა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის - დინამო თბილისის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.
საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად თბილისს ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული კლუბის, აიაქსის ლეგენდების გუნდი ესტუმრება. ამსტერდამელები ამხანაგურ შეხვედრაში დინამოს ლეგენდების გუნდს დაუპირისპირდებიან.
მატჩი 19 ოქტომბერს, 19:00 საათზე დინამო არენაზე გაიმართება და მასში მონაწილეობას ორივე კლუბის მხრიდან სხვადასხვა თაობის გამორჩეული მოთამაშეები მიიღებენ.
შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა ორშაბათს, 15 სექტემბრს დაიწ TKT.ge-ზე დაიწყება. ბილეთები შემდეგ საფასო კატეგორიებში იქნება ხელმისაწვდომი - 10, 15, 20, 25 და 30 ლარი.
განცხადებას დინამო თბილისის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.