დუდა სანაძის კომენტარი ევრობასკეტის 1/4 ფინალში ფინეთის ნაკრებთან მარცხზე.
„ვფიქრობ რომ შეგვეძლო კიდევ ერთი ისტორია დაგვეწერა, მაგრამ მადლობა ჩემს გუნდელებს და ყველას.
ასეთ დიდ მატჩში, ასეთი მსროლელი გუნდი ამხელა ანგარიშით წინ არ უნდა გაგექცეს, იმიტომ რომ ამით თავდაჯერებას იღებენ და უფრო კარგად მისდით სროლები, რაშიც დღეს მთელი მატჩის განმავლობაში დავრწმუნდით.
მე-3 მეოთხედში ძალიან კარგი დაცვა ვითამაშეთ, მაგრამ მეტოქეს თამაში უკვე ნაგრძნობი ჰქონდა და სისულელე ბურთებიც ჩავარდა. ეს არის კალათბურთი, ამიტომ ყოველი წამისთვის მზად უნდა იყო.
მზად ვიყავით კიდეც, თუმცა ბურთი მრგვალია და ჩავარდა. პირველ ნახევარში ბევრი სამიანი გავუშვით.
ვფიქრობ რომ მეტი შეგვეძლო, თუმცა როცა ეს ტურნირი დამთავრდება, ის ჩვენთვის მაინც წარმატებულად ჩაითვლება, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დაბრკოლება გვქონდა.
პირველ მატჩამდე სრული გუნდი არ გვყოლია, წესივრად ისიც არ ვიცოდით, ვინ გვეყოლებოდა. ბევრ რამეს არ ვამბობდით და გულში ვინახავდით, მარტო ჩვენ ვიცოდით რასაც ვუპირისპირდებოდით.
მადლობა ბიჭებს, ყველამ სული და გული დადო და ბევრმა ტრავმამ არ შეგვიშალა ხელი. მადლობა რა თქმა უნდა გულშემატკივარს, მთელი ტურნირის განმავლობაში იგრძნობოდა მათი მხარდაჭერა. მადლობა ყველას, ვინც გვერდში გვედგა და მადლობა საქართველო." - აღნიშნა სანაძემ.