საქართველოს ნაკრების ვეტერანმა, გიორგი შერმადინმა, ევრობასკეტის 1/4 ფინალში ფინეთთან მარცხი შეაფასა.
„რა თქმა უნდა, მარცხი ყოველთვის სამწუხაროა. განსაკუთრებით ასეთ თამაშში. ახლოს ვიყავით ნახევარფინალთან, თუმცა რას ვიზამთ, გვაჯობეს.
ფინეთის ნაკრებმა მართლა ძალიან მაგრად ითამაშა. მე კი ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ კიდევ ერთხელ მივულოცავ ჩვენს გუნდს, ჩვენს ქართველ ხალხს ასეთ მნიშვნელოვან და ისტორიულ ევრობასკეტს. წარმატებებს ვუსურვებ ყველას.
მე-200 თამაში იყო. შემოვაბერდი ამ ნაკრებს. ნოემბერშიც შევხვდებით და ამით დამთავრდება." - აღნიშნა ქართველმა ლეგენდარულმა კალათბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ შერმოს ევრობასკეტის შემდეგ წასვლა ჰქონდა დაანონსებული, თუმცა ფედერაციისა და ხალხის თხოვნით, ნოემბრის საკვალიფიკაციო მატჩებში ნაკრების დახმარებას დათანხმდა.
ნოემბერში საქართველოს ნაკრები უკრაინისა და ესპანეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება.