საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტის 1/4 ფინალში ფინეთთან დამარცხდა.
ისტორიულ მეოთხედფინალში ჩვენი მეტოქე ფინეთის ნაკრები იყო, რომელთანაც 79:39 დავმარცხდით.
პირველი ორი მეოთხედის წაგების (15:28 და 25:29) შემდეგ, საქართველომ სიტუაციის გამოსწორება მესამედან დაიწყო, რომელიც 22:14 მოიგო და ინტრიგა დააბრუნა.
გარკვეულ მომენტში მეტოქესთან სხვაობა -18-დან -6-მდე შევამცირეთ, თუმცა სამწუხაროდ ამაზე მეტად მიახლოვება ვეღარ შევძელით და საბოლოოდ, 14 ქულით დავმარცხდით.
ამ მატჩით საქართველოს ნაკრებმა თავისთვის ისტორიული ევრობასკეტი დაასრულა - ჩვენი გუნდი პირველად გავიდა ტურნირის 1/4 ფინალში.
ფინეთი კი თავისთვის ასევე ისტორიულ ევრობასკეტს აგრძელებს და ნახევარფინალში გერმანიისა და სლოვენიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.