საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო.
ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე რამაზ სვანაძის გუნდმა ჩრდილოეთ ირლანდიელ თანატოლებს უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.
მატჩის მე-7 გუნდის კაპიტანმა და ლიდერმა, გაბრიელ სიგუამ შეძლო გოლის გატანა და ჩვენი ნაკრები დააწინაურა.
მინიმალური უპირატესობა საქართველომ 66-ე წუთამდე შეინარჩუნა, თუმცა შემდეგ მეტიუ ორმა ანგარიში გაათანაბრა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ქულა დააგროვა და შემდეგ თამაშს 10 ოქტომბერს, სტუმრად ლატვიის წინააღმდეგ გამართავს.
21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი 2027 წელს ალბანეთსა და სერბეთში გაიმართება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ბოლო ორ ტურნირზე აქვს მონაწილეობა მიღებული - 2023-ში ამის უფლება მასპინძლობით გვერგო, 2025-ში კი საკვალიფიკაციო ეტაპით შევძელით მოხვედრა.