ფინეთთან ურთიერთშეხვედრები და შანსები ევრობასკეტის 1/4 ფინალში
08 სექ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
ჩვენმა გუნდმა მერვედფინალურ დაპირისპირებაში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის 1/4 ფინალში გავიდა.
მომდევნო ეტაპზე საქართველოს მეტოქე ფინეთის ნაკრები იქნება, რომელმაც თავის მხრივ სენსაციურად დაამარცხა ასევე ფავორიტი სერბეთი. ასე რომ მეოთხედფინალურ ეტაპზე მოულოდნელ წყვილს ვიხილავთ.
ურთიერთშეხვედრები
საქართველოსა და ფინეთს ურთიერთშეხვედრების საინტერესო ისტორია აქვთ. ეს გუნდები აქამდე 7-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, საიდანაც 4-ჯერ საქართველომ იმარჯვა, 3-ჯერ კი - ფინეთმა.
გუნდები ევრობასკეტზე ერთმანეთს მეორედ შეხვდებიან. 2011 წელს ფინეთმა 73-87 მოუგო ჩვენს გუნდს.
ფინეთი 91-81 საქართველო (2006)
საქართველო 77-76 ფინეთი (2007)
საქართველო 73-87 ფინეთი (2011)
ვიქტორ სანიკიძე - 16 ქულა
გიორგი შერმადინი - 13 ქულა
თორნიკე შენგელია - 12 ქულა
ფინეთი 85-91 საქართველო (2020)
გიორგი შერმადინი - 27 ქულა, 10 მოხსნა
თორნიკე შენგელია - 19 ქულა
საქართველო 70-78 ფინეთი (2021)
გიორგი შერმადინი - 19 ქულა, 12 მოხსნა
დუდა სანაძე - 18 ქულა
ბექა ბურჯანაძე - 11 ქულა
ფინეთი 83-90 საქართველო (2024)
თორნკე შენგელია - 24 ქულა
კამარ ბოლდუინი - 23 ქულა
საქართველო 81-64 ფინეთი (2024)
თორნიკე შენგელია - 25 ქულა
კამარ ბოლდუინი - 22 ქულა
მომდევნო მატჩი და შანსები
მერვედფინალური მატჩების წინ, ცოტა თუ იტყოდა, რომ მომდევნო ეტაპზე ერთმანეთს საქართველო და ფინეთი შეხვდებოდნენ, თუმცა ორივე გუნდმა სენსაცია მოახდინა და ახლა ნახევარფინალისტის ვინაობას სწორედ ეს გუნდები გაარკვევენ.
10 სექტემბერს გასამართი მატჩის ფავორიტად ბუკმეიკერები ფინეთს მიიჩნევენ. FIBA-ს ოფიციალურ გვერდზე გამოკითხულ გულშემატკივართა აზრითაც ფავორიტი სწორედ ჩვენი მეტოქეა.
გულშემატკივრების 80% მიიჩნევს, რომ ნახევარფინალში ფინეთი გავა. 20%-ის აზრით კი გამარჯვებას საქართველოს ნაკრები მოახერხებს.
ფინეთის ნაკრების ლიდერი ამ ტურნირზე იუტა ჯაზის მოთამაშე, ლაური მარკანენია. მარკანენი ტურნირზე საშუალო ქულების მაჩვენებლით მე-3 ადგილზეა და მხოლოდ ლუკა დონჩიჩსა და იანის ანტეტოკუნმპოს ჩამორჩება. ფინელი საშუალოდ 26 ქულას აგროვებს.
მიმდინარე ტურნირზე ერთ მატჩში ჩაგდებული ქულების რეკორდიც სწორედ ლაური მარკანენს ეკუთვნის. ფინეთის ნაკრების ლიდერმა ჯგუფურ ეტაპზე დიდ ბრიტანეთთან 109-79 მოგებულ მატჩში 43 ქულა მიითვალა.
მთლიანად ფინეთის ნაკრები ამ ევრობასკეტზე საშუალოდ 86.3 ქულას აგდებს.
შვედეთი 90-93 ფინეთი
ფინეთი 109-79 დიდი ბრიტანეთი
მონტენეგრო 65-85 ფინეთი
ფინეთი 78-81 ლიეტუვა
ფინეთი 61-91 გერმანია
სერბეთი 86-92 ფინეთი
საქართველოს ნაკრების ლიდერი მიმდინარე ევრობასკეტზე საშუალო ქულებით გოგა ბითაძეა, რომლის მაჩვენებელიც 16.2 ქულა არის.
ყველაზე მეტი ქულა ერთ მატჩში თორნიკე შენგელიამ ჩააგდო, რომელმაც კვიპროსთან 27 ქულა მიითვალა.
საქართველოს ნაკრები ამ ტურნირზე საშუალოდ ერთ მატჩში 74.5 ქულას აგდებს.
საქართველო 83-69 ესპანეთი
იტალია 78-62 საქართველო
საქართველო 53-94 საბერძნეთი
კვიპროსი 61-93 საქართველო
ბოსნია და ჰერცეგოვინა 84-76 საქართველო
საფრანგეთი 70-80 საქართველო
საქართველოსა და ფინეთის მატჩი 10 სექტემბერს, 18:00 საათზე დაიწყება.