ტონი კროოსმა ჰანსი ფლიკის მიერ ბარსელონაში დანერგილ წესებზე ისაუბრა.
ამ სეზონში ბარსას ფეხბურთელები სასტარტოს მიღმა იმის გამო დარჩნენ, რომ გუნდურ ვარჯიშსა თუ შეკრებაზე რამდენიმე წუთით დაიგვიანეს.
„ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით ფეხბურთელებს დაგვიანების გამო შემადგენლობაში არ აყენებენ. მათ სხვანაირი ფილოსოფია აქვთ, რეალში ამაზე ბევრს ვიცინებდით. ხშირად არ ვიცოდით, ვინ უფრო დააგვიანებდა - მწვრთნელი თუ ფეხბურთელი.
ეს სხვა მენტალიტეტია - არ ათამაშო ვინმე იმის გამო, რომ მან ხუთი წუთით დააგვიანა. განსხვავებული მიდგომებია და ორივე ნორმალურია. შეიძლება ითქვას, რომ ფლიკი - ტიპური გერმანელია." - აღნიშნა რეალის ექს-ნახევარმცველმა.