ლუკა მოდრიჩმა მილანთან კონტრაქტი შეათანხმა, თუმცა კლუბისთვის სამედიცინო შემოწმების გავლაზე ჯერჯერობით უარს ამბობს.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 39 წლის ხორვატი მილანში სამედიცინო შემოწმებას მხოლოდ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ გაივლის, ანუ მას მერე, რაც რეალის მაისურით თავის უკანასკნელ მატჩს ჩაატარებს.
მილანთან მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, ამ ეტაპზე მოდრიჩს მთლიანად რეალზე სურს კონცენტრირება და საკლუბო მუნდიალამდე არანაირ ნაბიჯს როსონერისთან მიმართებაში არ გადადგამს.
როგორც იწერება, მოდრიჩმა მილანთან 1-წლიან კონტრაქტზე მოილაპარაკა, მისი წლიური ანაზღაურება კი 3.5 მილიონი ევრო იქნება.