ნეიმარმა თურქეთიდან მიიღო შემოთავაზება.
33 წლის ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონატზე სურს მონაწილეობის მიღება, ამიტომ მისი მიზანი ევროპაში დაბრუნებაა.
თურქული გამოცემა Fanatik-ის ინფორმაციით, ნეიმარის ტრანსფერით ფენერბაჰჩე ინტერესდება, რომელსაც ჟოზე მოურინიო წვრთნის.
სტამბოლურმა კლუბმა ბრაზილიელს საკმაოდ მსუყე, 1-წლიანი შეთავაზება გაუკეთა, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესძლებლობით.
ამჟამად ნეიმარი სანტოსს ეკუთვნის, რომელსაც ამ წლის იანვარში შეუერთდა და ამ დრომდე 14 მატჩი ჩაატარა, მისი კონტრაქტი 30 ივნისს იწურება.