სატრანსფერო ბაზარზე ნიკო უილიამსისთვის სერიოზული ბრძოლაა გაჩაღებული.
საკმაოდ დიდი ხანია იწერება, რომ ბილბაოს მარცხენა ვინგერი ბაიერნის მთავარი სამიზნეა შეტევის გასაძლიერებლად.
ახლა კი განახლდა ბარსელონას მხრიდან ინტერესზე საუბრები, რომელიც ნიკოს შეძენას წინა ზაფხულს ცდილობდა.
FootMercato-ს ინფორმაციით, ბარსელონას სპორტული დირექტორი, დეკო ნიკოს აგენტს შეხვდა და მხარეებმა პოტენციურ ტრანსფერზე გაისაუბრეს.
ჟურნალისტი სანტი აუნა იტყობინება, რომ თავად ფეხბურთელი თავის პრიორიტეტს სწორედ კატალონიურ კლუბს ანიჭებს და სხვა გრანდებს სწორედ ბარსელონა ურჩევნია.
მეტიც, ნიკოს ბარსაში გადასვლის სურვილი ამ ეტაპზე იმდენად დიდია, რომ ფეხბურთელი მზად არის იმ ხელფასს დათანხმდეს, რომელსაც კლუბი გასულ ზაფხულს სთავაზობდა - 12 მილიონი ევრო გადასახადების გადახდამდე.