ტოტენჰემი მზადაა ბრიან მბემოს სანაცვლოდ 65+5 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.
Mirror-ის ინფორმაციით, სპურსმა ბრენტფორდს მანჩესტერ იუნაიტედზე სარფიანი შეთავაზება გაუკეთა, რომელიც ფეხბურთელით ასევე ინტერესდება.
ამ ეტაპზე მბემოსთვის ტოტენჰემსა და მანჩესტერს შორის საკმაოდ აქტიური ბრძოლა მიმდინარეობს და ლონდონური კლუბი უფრო მეტის გადახდისთვის არის მზად, თუმცა, როგორც იწერება, თავად ფეხბურთელს მანჩესტერში გადასვლა ურჩევნია.
გასულ სეზონში ბრიან მბემომ პრემიერ ლიგის 38 მატჩში 20 გოლი და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა.