ბრაზილიელმა მარცხენა მცველმა, ალექს ტელესმა აღიარა, რომ კრიშტიანუ რონალდუს თავისთან, ბოტაფოგოში ეძახდა.
ფეხბურთელები თავის დროზე ერთად ჯერ მან იუნაიტედში თამაშობდნენ, შემდეგ კი ალ ნასრშიც. რიო-დე-ჟანეიროს კლუბი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.
„მისთვის აუცილებლად უნდა მიმეწერა, არა? უნდა გამერკვია, რამდენად რეალურია მისი გადმოსვლა, მაგრამ მან მიპასუხა, რომ ჯერ ამის დრო არ არის.
ვუთხარი: "გადმოდი და ბოტაფოგოში ბედნიერი იქნები". კი, ზუსტად აას ევუთხარი. თუმცა, მიპასუხა, რომ ამის დრო ახლა არ არის.
ყველამ უკეთ იცის, რა იქნება მისთვის საუკეთესო." - აღნიშნა ბოტაფოგოს მცველმა.