კრიშტიანუ რონალდუს ალ ნასრში ერთი იტალიელი სპეციალისტი შესაძლოა მეორემ შეცვალოს.
როგორც იცით, ამჟამად ალ ნასრს სტეფანო პიოლი წვრთნის, რომელსაც იტალიაში დაბრუნებას აქტიურად უწინასწარმეტყველებენ.
ჟურნალისტი ალფრედო პედულა იტყობინება, რომ საუდური კლუბი 2-წლიან კონტრაქტს იტალიის ნაკრების ყოფილ თავკაცს, ლუჩანო სპალეტის სთავაზობს.
მხარეებს შორის ბოლო დღეებში მოლაპარაკებები გაიმართა. ამჟამად, სპალეტი შემოთავაზებაზე ფიქრობს, თუმცა საბოლოო პასუხი ჯერ არ უთქვამს.
სპალეტი 2023 წლის ზაფხულიდან იტალიის ნაკრებს წვრთნიდა და რამდენიმე დღის წინ თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. მისი ხელმძღვანელობით ბოლო მატჩში სკუადრა აძურამ მოლდოვა 2:0 დაამარცხა.