უეფას ერთა ლიგის ფინალში ესპანეთის ნაკრების პენალტების სერიაში დამარცხება კრიშტიანუ რონალდუმ ემოციურად აღნიშნა და ცრემლები ვერ შეიკავა.
კრიშტიანუმ ესპანეთის კარში გოლის გატანაც მოახერხა, მან მეორე ტაიმში ანგარიში 2-2 გახადა და კარიერაში 938-ე გოლი მიითვალა.
ეს რონალდუს სანაკრებო კარიერაში მე-3 ტიტულია. მან პორტუგალიის ეროვნულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატი (2016) და 2 ერთა ლიგა (2019, 2025) მოიგო.
VIDEO: პორტუგალია ერთა ლიგის გამარჯვებულია - უხვგოლიანი ფრე და პენალტებით მოგება