VIDEO: პორტუგალია ერთა ლიგის გამარჯვებულია - უხვგოლიანი ფრე და პენალტებით მოგება
08 ივნ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ერთა ლიგის ფინალში ერთმანეთს პორტუგალიისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი მიუნხენში, ალიანც არენაზე გაიმართა.
შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და ძირითად დროში 4 გოლი ვიხილეთ.
21-ე წუთზე ანგარიში მარტინ სუბიმენდიმ გახსნა, მალევე, 26-ე წუთზე ანგარიში ნუნუ მენდეშმა გაათანაბრა, პირველი ტაიმის ბოლოს კი, 45-ე წუთზე ესპანეთი წინ მიკელ ოიარსაბალმა გაიყვანა.
61-ე წუთზე კრიშტიანუ რონალდუმ ანგარიში გაათანაბრა და კარიერაში 938-ე გოლი გაიტანა.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 2-2 დასრულდა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა. ექსტრა 30 წუთში არაფერი შეცვლილა და პენალტების სერია დაინიშნა.
პენალტების სერიაში პორტუგალიელებმა 5-3 იმარჯვეს, ესპანელების მხრიდან თერთმეტმეტრიანი ალვარო მორატამ ვერ გამოიყენა, რომელიც დიოგუ კოშტამ მოიგერია. გადამწყვეტი პენალტი კი პედრუ ნეტუმ გაიტანა.
პორტუგალიის ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მოგება მეორედ მოახერხა, ამ ტურნირის პირველ გათამაშებაში გამარჯვება 2019 წელს სწორედ მათ მოახერხეს.