უეფას ერთა ლიგის მე-3 ადგილისთვის მატჩში საფრანგეთის ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდა და 0-2 დაამარცხა.
დიდიე დეშამის გუნდის მხრიდან გოლები კილიან მბაპემ და მაიკლ ოლისემ გაიტანეს, მბაპემ გოლთან ერთად საგოლე გადაცემაც მიითვალა.
კილიანისთვის გერმანიის კარში გატანილი გოლი საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში 50-ე აღმოჩნდა.
ერთა ლიგის ფინალში ერთმანეთს ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.
45' მბაპე 0-1
84' ოლისე 0-2