ტრენტ ალექსანდრ-არნოლდმა რეალში წარდგენისას ახსნა, რატომ დაიწერა მაისურზე მხოლოდ სახელი და არა გვარი.
დღეს ინგლისელი მარჯვენა მცველი რეალის ფეხბურთელის რანგში წარადგინეს. ტრენტი რეალში 12-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
რატომ "ტრენტი"? გინდათ, რომ ასე დაგიმახსოვრონ?
„ყველაფერი მარტივადაა. ევროპაში მოგზაურობის დროს მივხვდი, რომ ხალხს ჩემი სახელი პრობლემას უქმნის. ზოგი არნოლდს მეძახის, ზოგი ალექსანდერს, ალექსს, ან სულაც ტრენტს.
ამიტომ გადავწყვიტე, რომ მარტივად მოვიქცე და მაისურზე ტრენტი დავიწერე. ეს ჩემი სახელია და დამიმახსოვრონ ასე." - აღნიშნა 26 წლის ფეხბურთელმა.
ლივერპულში თამაშისას ტრენტს მაისურზე სრული გვარი, ალექსანდრ-არნოლდი ეწერა.